"მანჩესტერის" ღირსეული პასუხი "არსენალის" უტიფრობაზე და რონალდოს სუპერრეკორდი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„მანჩესტერმა“ პრემიერლიგის მე-14 ტურში საკუთარ მოედანზე „არსენალი“ 3:2 დაამარცხა. ეს 2018 წლის შემდეგ ჩემპიონატზე მათი „მეთოფეებთან“ პირველი გამარჯვებაა - იქამდე იყო 3 ფრე და 3 წაგება.

მე-13 წუთზე მასპინძელთა კართან კუთხურის ჩაწოდებისას ფრედმა დე ხეას ფეხზე დააბიჯა, მეკარე წაიქცა და შორიდან ცარიელ კარში გოლის გატანით სტუმრები სმირტ-როუმ დააწინაურა. ამის შემდეგ ბრუნო ფერნანდეშმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო რონალდომ „იუნაიტედი“ წინ გაიყვანა. 54-ე წუთზე ედეგორმა აღადგინა თანაფარდობა, 70-ე წუთზე კი ედეგორმა საკუთარ საჯარიმოში ფრედი წააქცია და კრიშტიანომ პენალტით თავის გუნდს ლამაზი გამარჯვება მოუპოვა.

-
ბომბარდირთა ბომბარდირმა რონალდომ კარიერაში მე-800 და 801-ე გოლები გაიტანა, რაც რეკორდია. ამ სეზონში პორტუგალიელის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 16 მატჩში 12 გოლია.

- ფერნანდეშმა „მანჩესტერში“ 100 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა და 34 საგოლე გადაცემა გააკეთა - იმ პერიოდში, რაც ინგლისში თამაშობს, ეს საუკეთესო შედეგია.

- „მანჩესტერი“ დროებითმა მწვრთნელმა მაიკ კერიკმა დატოვა, რომელიც რალფ რანგნიკის შტაბში არ იმუშავებს. ის 15 წელი იყო ამ გუნდში - ჯერ როგორც ფეხბურთელი, მერე კი, როგორც მწვრთნელის თანაშემწე.

„არსენალი“ 23 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო „მანჩესტერი“ 21 ქულით - მეშვიდეზე.

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“. 73 123 მაყურებელი
მანჩესტერი - არსენალი 3:2
გოლები: 0:1 სმიტ-როუ (13), 1:1 ბრუნო ფერნანდეში (44), 2:1 რონალდო (52), 2:2 ედეგორი (54), 3:2 რონალდო (70, პენ)

მკითხველის კომენტარები / 9 /
37 წლის ასაკში მესიმ მთლიან სეზონში თუ გაიტანა 12 ბურთი მზეს მოვიჭრი
მამუკა
04:20 03-12-2021
16
შეიძლება ვერ გაიტანოს, მაგრამ ორჯერ მეტს სხვას გაატანინებს და შედეგიც არაფრით არ იქნება ნაკლები.
დათიკო
10:23 03-12-2021
2

სიახლეები პოპულარული