კოუტინიოს პრემიერლიგაში ეპატიჟებიან

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო შეიძლება პრემიერლიგაში დაბრუნდეს.

"ბარსას" მწვრთნელი ხავი ბრაზილიელზე იმედებს არ ამყარებს და აგენტები ახალი კლუბის ძიებაში არიან.

კატალონიური "სპორტის" მტკიცებით, 29 წლის კოუტინიოს "არსენალი", "ტოტენჰემი" და "ევერტონი" ეპატიჟებიან. მთავარი პრობლემა მისი მაღალი ხელფასია - 14 მილიონი ევრო წელიწადში.

"ბარსელონა" კი მზადაა კოუტინიო ფასდაკლებით გაყიდოს, რათა ფერან ტორესის გარდა კიდევ ერთი საჭირო ფეხბურთელი დაიმატოს.

ამ სეზონში მან "ბარსაში" 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა და "ნიუკასლში" გადასვლა არ ისურვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული