რა ფინანსური სარგებელი მოაქვს პრემიერლიგაში თამაშს

AutoSharing Option
პრემიერლიგა ფეხბურთელებისთვის ფინანსურად მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი ლიგაა და ამიტომ ყველას იქით მიუწევს გული. მაგალითად, უკრაინის ნაკრების 22 წლის მარცხენა მცველი ვიტალი მიკოლენკო ნაახალწლევს "ევერტონის" ფეხბურთელი გახდება და ხელფასი შვიდჯერ გაეზრდება.

მიკოლენკოს ამჟამინდელი ყოველთვიური გასამრჯელო 50 ათასი დოლარია, ლივერპულურ კლუბში კი შვიდჯერ მეტს მიიღებს. ამის შესახებ Динамо Киев Inside იტყობინება.

"ევერტონში" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ლიუკ დინია, ხოლო მიკოლენკო გუნდში მაღალანაზღაურებადებს შორის მე-13 იქნება.

თუ ის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრდება, ხელფასი კიდევ უფრო გაეზრდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა ისიც თქვით ხელფასის რამდენი ებეგრებათ უკრაინაში და მერე ბრიტანეთში?რა გიყვართ ეს სხვისი ხელფასების თვლაა!
გიორგი კ
14:03 27-12-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული