"ჩელსიმ" მნიშვნელოვანი ქულები ბოლო წუთებზე დაკარგა, "სიტი" უშეცდომოა [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტურში "ჩელსიმ" "ბრაიტონს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

მასპინძლები 1-ელ ტაიმში რომელუ ლუკაკუმ დააწინაურა, ბელგიელმა ფორვარდმა თავი 28-ე წუთზე გამოიჩინა. თითქოსდა საქმე "არისტოკრატების" მინიმალური სხვაობით გამარჯვებისკენ მიდიოდა, თუმცა 90+1 წუთზე დენი უელბეკმა წონასწორობა აღადგინა და ლონდონელებს მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა.

ამრიგად, 20 ტურის შემდეგ "ჩელსი" 42 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. ლიდერ "სიტისთან" სხვაობა უკვე 8-ქულიანი გახდა, მომდევნო შეხვედრას კი 2022 წლის 2 იანვარს, "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩაატარებს. ამ მომენტისთვის მერსისაიდელები "ლურჯებს" 1 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა 1 თამაშით ნაკლებიც აქვთ
გამართული.

რაც შეეხება "ბრაიტონს", "თოლიები" 24 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს (2 მატჩი მარაგში აქვთ). შემდეგ მატჩს იმავე 2 იანვარს "ევერტონის" პირისპირ გამართავენ.


"მანჩესტერ სიტი" "ბრენტფორდს" ესტუმრა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე ფილ ფოდენმა გაიტანა.

"ქალაქელები" 50 ქულით პრემიერლიგის სათავეში იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 2022 წლის 1-ელ იანვარს, "არსენალის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

"ბრენტფორდი" 20 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს, შემდეგ ტურში (2 იანვარს) კი "ასტონ ვილას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული