მასპინძლებს თავდამსხმელი ლუკაკუ აკლდათ, რომელიც მწვრთნელმა ტუხელმა სკანდალური ინტერვიუს გამო არ შეიყვანა განაცხადში, ხოლო სტუმრებს კოვიდით დაინფიცირებული ალისონი, ფირმინო და მატიპი ვერ დაეხმარნენ.
მატჩი თვალსასეირო გამოდგა: უკვე მე-15 წამზე მანე გააფრთხილეს, რაც მინიმუმ 2006-07 წლების სეზონის შემდეგ პრემიერლიგაში ყველაზე ადრეულად მიღებული ყვითელი ბარათია. შემდეგ მანემ და სალაჰმა სტუმრები 2:0 დააწინაურეს, მაგრამ შესვენებაზე გასვლის წინ კოვაჩიჩმა და პულიშიჩმა ანგარიში გაათანაბრეს. მეორე ტაიმში ანგარიში არ შეიცვალა და ფრე დაფიქსირდა.
ჩემპიონატს 53 ქულით „მანჩესტერ სიტი“ ლიდერობს, 43 ქულით მეორე ადგილზე „ჩელსია“, ხოლო 42 ქულით მესამეზე - „ლივერპული“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
15 იანვარს „ჩელსი“ “მანჩესტერ სიტის“ ესტუმრება, „ლივერპული“ კი 16 იანვარს „ბრენტფორდს“ უმასპინძლებს.
- "ლივერპულმა" პრემიერლიგაზე უკანასკნელი სამი შეხვედრიდან ვერც ერთი ვერ მოიგო - 2 ფრე და 1 წაგება.
- სალაჰმა მიმდინარე ტურნირზე მე-16 გოლი გაიტანა და ბომბარდირია. მეორე პოზიციაზე 10 გოლით მისი თანაგუნდელი ჟოტაა.
- ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდმა "ლივერპულში" მე-200 მატჩი ჩაატარა, ფაბინიომ - მე-100.
ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“. 40 072 მაყურებელი
ჩელსი - ლივერპული 2:2
გოლები: 0:1 მანე (9), 0:2 სალაჰი (26), 1:2 კოვაჩიჩი (42), 2:2 პულიშიჩი (45+1)