მიკოლენკო: როდესაც "ევერტონში" გადავედი, 30 წუთი მანქანაში ვტიროდი

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების 22 წლის მცველმა ვიტალი მიკოლენკომ კიევის "დინამოდან" "ევერტონში" გადასვლაზე ისაუბრა.

"ჩემით საზღვარგარეთული კლუბის დაინტერესების თაობაზე 12 დეკემბერს "ზორიასთან" ნამატჩევს გავიგე. მითხრეს, რომ მეორე დღეს კლუბის ოფისში უნდა მივსულიყავი, რადგან შეიძლება წინადადებით მოემართათ. არც ვიცოდი, რომელი კლუბი იყო. როდესაც მკითხეს, მქონდა თუ არა ინგლისის ვიზა, მივხვდი, რომ ინგლისური კლუბი იყო.

კლუბის პრეზიდენტმა იგორ სურკისმა შემდეგი მითხრა: "შენ ჩემთვის შვილივით ხარ და შენი გადასაწყვეტია, დარჩე და ტიტულები მოიგო და ღირსეული ხელფასი მიიღო, თუ მზად ხარ წასასვლელად. თუ ასეა, მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ".

ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი, ვიყავი თუ არა მზად, მაგრამ ძალიან მინდოდა. სურვილი კი, ალბათ, ფეხბურთში და საერთოდ, ცხოვრებაში, ყველაზე მთავარია. როდესაც სურკისმა მითხრა, რომ მისთვის შვილივით ვარ, დავფიქრდი. ცრემლები მერე მომადგა, როცა ორი კლუბის პრეზიდენტის საუბარი შედგა და ყველაფერი შეათანხმეს. ბევრი ჭორი იყო და თავიდან არ მჯეროდა.

მშობლები და ჩემი გოგონა მეუბნებოდნენ, რომ ეს კინოსავით იყო. როდესაც ყველაფერი შეათანხმეს, ჩავჯექი მანქანაში და ავქვითინდი. 30 წუთი ვტიროდი. გოგონას მშობლებს დავურეკე და მათთან ერთად ვტიროდი, შემდეგ მარტო ვტიროდი.

ძნელია ჩემი გრძნობების გადმოცემა - ძალიან გახარებული და ამავე დროს, ძალიან შეშინებული ვიყავი", - ციტირებს მიკოლენკოს კიევის "დინამოს" საიტი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამას თავის გზაზე გაუმარჯოს მაგრამ, აი ეს ის არის რასაც ქართველებს გვიკრძალავენ ამდენი ხანი ღ*რის შვილები!!! აბა ქართველი ყოფილიყო და რუსეთში ყოფილიყო სულ სხვანაირი "სცენარი" წავიდოდა და სულ სხვანაირად იჭიკჭიკებდნენ ყველა პრეზიდენტით დაწყებული უბრალო ბოტებით დამთავრებული. მთელი რუსული სპორტი უნდა მოისპოს მარტო იმის გამო რაც ჩვენი ტალანტებისთვის ააქვთ გაკეთებული
Kartveli.
03:46 05-01-2022
1
რო ჩახვალ ერთი კიდე იტირე რა!
უცხო მოყმე
04:25 05-01-2022
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული