"ბარსელონას" ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო შეიძლება ინგლისში დაბრუნდეს. მისი იჯარით აყვანა "ასტონ ვილას" სურს, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".
კლუბებს შორის მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს და ხელშეკრულება მალე გაფორმდება.
"ბარსელონას" უნდოდა "ასტონ ვილასთვის" ბრაზილიელის ზაფხულში კონტრაქტის გამოსყიდვა აუცილებელი ყოფილიყო, მაგრამ ბირმინგემულმა კლუბმა ამაზე უარი განაცხადა.
კოუტინიოს "ბარსასთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ის ადრე პრემიერლიგაში თამაშობდა - 2013-18 წლებში "ლივერპულის" ღირსებას იცავდა.