80 დღის წინ ჩისკოს ნაცვლად მწვრთნელად დანიშნული კლაუდიო რანიერი "უოტფორდმა" დღეს სამუშაოდან დაითხოვა.
"ჩვენ მუდამ პატივს ვცემთ რანიერის გაწეული სამსახურისა და გუნდის ღირსეულად ხელმძღვანელობის ძალისხმევისათვის, მაგრამ ვთვლით, რომ მწვრთნელის შეცვლა ახალ სპეციალისტს საკმაო დროს მისცემს ნიჭიერ ახალგაზრდებთან მუშაობისა და მიზნის მიღწევაში - პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაში", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
"უოტფორდმა" იტალიელის ხელმძღვანელობით 14 მატჩიდან 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 11 წააგო და მე-19 ადგილზეა.