ჩისკოს შემდეგ "უოტფორდმა" რანიერი 80 დღეში გადააყენა

AutoSharing Option
80 დღის წინ ჩისკოს ნაცვლად მწვრთნელად დანიშნული კლაუდიო რანიერი "უოტფორდმა" დღეს სამუშაოდან დაითხოვა.

"ჩვენ მუდამ პატივს ვცემთ რანიერის გაწეული სამსახურისა და გუნდის ღირსეულად ხელმძღვანელობის ძალისხმევისათვის, მაგრამ ვთვლით, რომ მწვრთნელის შეცვლა ახალ სპეციალისტს საკმაო დროს მისცემს ნიჭიერ ახალგაზრდებთან მუშაობისა და მიზნის მიღწევაში - პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაში", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

"უოტფორდმა" იტალიელის ხელმძღვანელობით 14 მატჩიდან 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 11 წააგო და მე-19 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
უმადური გუნდია პრემიერ ლიგაში გადმოიყვანა ჩისკომ და 2 თვე არ აცადეს იქ, ნეტა რა მოლოდინები ჰქონსათ ჩემპიონობისთვის იბრძოლებდნენ?
ნიკა
09:17 25-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული