კოუტინიოს გოლი და 2 ასისტი - "ჯადოქარი" ძველ დიდებას იბრუნებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 24-ე ტურში „ასტონ ვილასა“ და „ლიდსის“ მატჩი 3:3 დასრულდა.

„ბარსელონადან“ „ასტონ ვილაში“ გადასულმა კოუტინიომ გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე 3 შეხვედრაში 2 გოლი და 2 საგოლე პასია.

„ასტონ ვილა“ 27 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და 13 თებერვალს სტუმრად „ნიუკასლს“ შეხვდება, ხოლო 23 ქულით მეთხუთმეტე პოზიციაზე მყოფი „ლიდსი“ 12 თებერვალს გასვლაზე „ევერტონს“ დაუპირისპირდება.

ბირმინგემი. „ვილა პარკი“
ასტონ ვილა - ლიდსი 3:3
გოლები: 0:1 ჯეიმსი (9), 1:1 კოუტინიო (30), 2:1 რამსი (38), 3:1 რამსი (43), 3:2 ჯეიმსი (45+2),
3:3 ლორენტე (63)
გაძევება: კონსა (ასტონ ვილა, 87)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული