"ასტონ ვილას" კოუტინიოს გამოსყიდვა სურს

AutoSharing Option
"ასტონ ვილას" სურს, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო გამოისყიდოს.

შეგახსენებთ, ბრაზილიელი ბირმინგემულ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით გადავიდა, პრემიერლიგელებს კი შეუძლიათ სამხრეთამერიკელი 40 მილიონ ევროდ გრძელვადიანი კონტრაქტით გაიფორმონ.

ეს საკითხი ზაფხულში გადაწყდება. შეძლებს თუ არა ინგლისური გუნდი "სელესაოელის" გამოსყიდვას, ამას დრო გვიჩვენებს.

რაც შეეხება კოუტინიოს სტატისტიკას, 7 პრემიერლიგურ შეხვედრაში ფეხბურთელმა თავი 3 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული