აბრამოვიჩის იმპერია ინგრევა - "ჩელსი" მატჩის წინ ლამის ფორმის გარეშე დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სანამ რომან აბრამოვიჩი "ჩელსის" გაყიდვის თაობაზე სხვადასხვა ბიზნესმენს ევაჭრებოდა, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, როგორც რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაკავშირებულ ოლიგარქს, სანქციები დაუწესა, აქტივები გაუყინა და გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა და იქ ყოფნა აუკრძალა. მას არ აქვს კლუბის გაყიდვის უფლება, ხოლო კლუბი სატრანსფერო საქმიანობას ვერ განახორციელებს.

პრემიერლიგის 28-ე ტურში "ჩელსიმ" სტუმრად 3:1 დაამარცხა აუტსაიდერი "ნორვიჩი", მატჩის დაწყების წინ კი გუნდი ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან სატიტულო სპონსორმა, სატელეკომუნიკაციო კომპანია Three-მ "არისტოკრატებთან" თანამშრომლობა შეაჩერა, ლოგოს გამოყენება აუკრძალა და ახალი ფორმის 20 კომპლექტის შესაძენად კლუბის თანამშრომელს
მაღაზიაში მოუწია წასვლა. ამის შესახებ ინფორმაცია The Time-ის ჟურნალისტმა მეტ ლოუტონმა გაავრცელა. თუმცა, საბოლოოდ, "ჩელსის" "ნორვიჩთან" Three-ის ლოგოიანი ფორმით თამაშის უფლება მისცეს.

ნამატჩევს კომენტარი ლონდონური გუნდის მწვრთნელმა ტომას ტუხელმა გააკეთა.

"ვნახოთ, დარჩება თუ არა ყველაფერი ისე, როგორც არის. ამას გუშინ არ ველოდი და არ ვიცი, რა იქნება ხვალ. ყველას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ იმაზე, რომ საქმისადმი სწორი მიდგომა შევინარჩუნოთ; აგრეთვე - მენტალიტეტი ვარჯიშებსა და გუნდის შიგნით.

ვიდრე ერთმანეთის ნდობა გვაქვს, ეს არ შეიცვლება. ჯერჯერობით საკმაო რაოდენობის მაისურები გვაქვს, ავტობუსიც, რათა შეხვედრებზე წავიდეთ. ამას გავაკეთებთ და ვიბრძოლებთ", - ციტირებს ტუხელს BBC.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "ჩელსის" ფეხბურთელების - ანტონიო რუდიგერის, ჟორჟინიოს, ჰაკიმ ზიეშისა და კრისტიან პულიშიჩის გადაბირებას "იუვენტუსი" ცდილობს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ყველა ქცეყნის ლიდერს ბიზნესმენს ფიფას და უეფას კიდე ბევრია ვისავ მინდა ერთი კითხვა დავუსვა 24 თებერვლამდე პუტინი ანგელოზი იყო? მაინდამაინც ომი იყო საჭირო? სიტყვაზე გასული წლის 5 აპრილს რო დაგეწესებინათ ეგ სანქციები არ შეიძლებოდა? რა მიზეზს ვერ მოგცემდათ პუტინი თუ რა? კი არიან მართლა გულით რო შეტკივა მარა ბევრნი ისეთები არიან ვითომ სოლიდალურები რო არიან უბრალოდ სხვა გზა არ აქვთ მაგ სანქციების მოფიქრება აქამდეც შეიძლებოდა გამოთქმა სჯობს გვიან საერთოდ არ გამართლებთ როცა ყველაფერი თქვენზე არის დამოკიდებული და არა ბედის გამართლებაზე
ნოდო
11:57 11-03-2022
2
სულ …… სამყარო!!!
Musenbezi
04:03 11-03-2022
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული