რონალდომ შვილის გარდაცვალება დაადასტურა

AutoSharing Option
"მანჩესტერისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა რონალდომ "ინსტაგრამით" ახალშობილი შვილის გარდაცვალება დაადასტურა.

ოქტომბერში რონალდომ გაამხილა, რომ ის და ჯორჯინა როდრიგესი ტყუპების, ვაჟიშვილისა და ქალიშვილის დაბადებას ელოდნენ. სამწუხაროდ, ბიჭი გარდაცვლილი დაიბადა.

"დიდი მწუხარებით ვიტყობინებით, რომ ჩვენი ბიჭი გარდაიცვალა. მხოლოდ ჩვენი გოგონას დაბადება გვაძლევს იმის ძალასა და სიხარულს, რომ ეს გადავიტანოთ.

ექიმებსა და მედდებს გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით.

ჩვენ განადგურებულნი ვართ და ამ ძალიან მძიმე დროს კონფიდენციალურობას გთხოვთ. ჩვენი ბიჭი, შენ ჩვენი ანგელოზი ხარ. მუდამ გვეყვარები", - წერს კრიშტიანო.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვისი ფანიც არ უნდა ვიყოთ, უბრალოდ ადმიანურად გულთან მივიტანოთ, როლანდოს მდგომარეობა!
თანაგრძნობა როლანდოს. გია (მესის ფანი)
12:30 19-04-2022
1
საწყენია... სიმტკიცე და გამძლეობა ვუსურვოთ ასეთ დროს.
დათო
23:47 18-04-2022
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული