"არსენალი" "ლილის" 22 წლის თავდამსხმელ ჯონათან დევიდის სამსახურით დაინტერესდა, - იტყობინება ჟურნალისტი ნიკოლო სკირა "ტვიტერით". კანადელის შეძენა აგრეთვე "მილანს" სურს.
დევიდი "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძესა და გიორგი ქვილითიასთან ერთად თამაშობდა, სადაც თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და 2020 წელს "ლილმა" იყიდა. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე 44 მატჩში 17 გოლი გაიტანა.
დევიდს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულმდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 50 მილიონი ევროა.
დევიდს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულმდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 50 მილიონი ევროა.