"ლივერპულმა" მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო და "სიტის" გაუთანაბრდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში "ლივერპული" "ასტონ ვილას" "ვილა პარკზე" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

მატჩის დებიუტშივე, კერძოდ, მე-3 წუთზე, დუგლას ლუისმა მერსისაიდელების კარი აიღო. მე-6 წუთზე ჯოელ მატიპმა წონასწორობა აღადგინა.

თითქმის 1 საათი ტაბლოზე ანგარიში არ შეცვლილა, 65-ე წუთზე კი ლუის დიასის გადაცემით სადიო მანემ ისარგებლა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება შესძინა.

ამრიგად, "ლივერპულს" 36 ტურის შემდეგ 86 ქულა აქვს და მე-2 ადგილს იკავებს. პირველადგილოსანმა "სიტიმაც" ამდენივე ქულას მოუყარა თავი, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს გამართული. იურგენ კლოპის შეგირდები
17 მაისს "საუთჰემპტონს" ესტუმრებიან.

"ასტონ ვილა" 43 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება, 15 მაისს კი "კრისტალ პალასს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული