ნიდერლანდელს "ოლდ ტრაფორდზე" დახმარებას მიჩელ ვან დერ გააგი და სტივ მაკლარენი გაუწევენ.
მაკლარენთან ერთად ტენ ჰაგი 2009/10 წლების სეზონში "ტვენტეში" მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ მაკლარენი 1999 წლიდან 2001 წლამდე "მანჩესტერში" ალექს ფერგიუსონის თანაშემწეც გახლდათ.
რაც შეეხება ვან დერ გააგს, ის ერედივიზიონის გასულ სეზონში ტენ ჰაგის ასისტენტი გახლდათ და მას სამუშაოდ ინგლისშიც გაჰყვება.