ნუნიესი "ლივერპულს" უახლოვდება - მერსისაიდელებმა მანეს შემცვლელს მიაგნეს...

AutoSharing Option
"ბენფიკას" ფორვარდი დარვინ ნუნიესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გუნდს დატოვებს.

მოთამაშის დამატებით სხვადასხვა ინგლისური გუნდია დაინტერესებული.

ურუგვაელის სახელს ყველაზე მეტად "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებდნენ. იწერებოდა, რომ გუნდის ჰოლანდიელ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს მისი დამატება პირადად სურდა.

თუმცა პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, ფეხბურთელთან შეთანხმებას "ლივერპულმა" მიაღწია. "სქაუზერები" მზად არიან მოთამაშის სანაცვლოდ გუნდისთვის სარეკორდო, 100 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ნუნიესს ინგლისურ გრანდში თამაში სურს, რადგან მისი პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლაა.

აღსანიშნავია, რომ იმავე გამოცემამ დაადასტურა ზამთარში ლუის დიასის ტრანსფერი "პორტუდან" "ლივერპულში".

დარვინმა გასულ სეზონში
"არწივების" რიგებში 41 ჩატარებულ მატჩში 34 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული