"ლივერპულმა" კიდევ ერთ ფეხბურთელს აცნობა, რომ ახალი გუნდი მოძებნოს

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ლივერპულს" გუნდის იაპონელი ფეხბურთელი ტაკუმი მინამინო დატოვებს.

გუნდის ხელმძღვანელობამ უკვე აცნობა 27 წლის შემტევს, რომ შეუძლია ახალი გუნდი იპოვოს. მის სავარაუდო სატრანსფერო ღირებულებად 17 მილიონი ევრო სახელდება.

მინამინო "ლივერპულში" 2020 წელს "ზალცბურგიდან" 12,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. "მერსისაიდელთა" რიგები ამ ზაფხულს დივოკ ორიჯმა და ლორის კარიუსმა უკვე დატოვეს...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული