მინამინო კარიერას საფრანგეთში განაგრძობს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ნახევარმცველი ტაკუმი მინამინო კარიერას ლიგა 1-ის ბინადარ "მონაკოში" განაგრძობს.

ფრანგულმა კლუბმა ინგლისურთან შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც, მონეგასკები ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს, 3 მილიონს კი ბონუსების სახით გადაიხდიან.

მინამინო "ლივერპულში" 2020 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. მან ჯამში ყველა ტურნირზე ერთად 55 შეხვედრაში იასპარეზა და 14 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული