გაბრიელ ჟეზუსი მალე "არსენალის" ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
25 წლის თავდამსხმელი გაბრიელ ჟეზუსი მალე "არსენალის" ფეხბურთელი გახდება.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობნება, რომ მხარეებმა კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმეს და უახლოეს ხანში ბრაზილიელს ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

"არსენალი" "სიტის" 45 მილიონ ფუნტს და პლუს 10 მილიონს ბონუსის სახით გადაუხდის.

გასულ სეზონში გაბრიელ ჟეზუსმა პრემიერლიგის 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული