"არსენალმა" გვაუწყა, რომ MLS-იდან "ნიუ ენგლანდის" 28 წლის მეკარე მეთ ტერნერი დაიმატა. ლონდონელებმა ფეხბურთელს ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გაუფორმეს, მის სანაცვლოდ 6,7 მილიონი დოლარი გადაიხადეს, 3 მილიონს კი ბონუსებით გადაიხდიან.
ტერნერი აარონ რამსდეილის დუბლიორი იქნება და ბერნდ ლენოს შეცვლის, რომელიც ამ ზაფხულს "ემირეიტსიდან" აიბარგებს.
ტერნერი 2021 წელს MLS-ის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.