"ვესტ ჰემმა" გვაუწყა, რომ კლუბმა პსჟ-იდან 29 წლის მეკარე ალფონს არეოლა გამოისყიდა და კონტრაქტი 2027 წლამდე გაუფორმა, 1-წლიანი გახანგრძლივების პერსპექტივით.
29 წლის ფრანგი "ჩაქუჩების" რიგებში გასულ სეზონში იჯარით ასპარეზობდა, თუმცა ლონდონელებს მისი გამოსყიდვა 9 მილიონ ევროდ შეეძლოთ და ეს გააკეთეს კიდეც.
გასულ სეზონში "არეოლამ" "ვესტ ჰემის" ფორმა ყველა ტურნირზე 18 შეხვედრაში მოირგო და 15 გოლი გაუშვა.