
ლონდონელთა ახალი სპორტული დირექტორი შესაძლოა, ახლო წარსულში ცნობილი ბრაზილიელი მცველი მაქსველი გახდეს. ის პენსიაზე 2017 წელს გავიდა, რის შემდეგაც პსჟ-ში სპორტულ კოორდინატორად და კლუბის ელჩად მუშაობდა.
მაქსველის შანსებს აძლიერებს ის, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს "ჩელსის" მწვრთნელ თომას ტუხელთან. ადრე ისინი პსჟ-ში ერთად მუშაობდნენ.
ალბათ სწორია: "ინტერისა" და "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, შესაძლოა "ჩელსის" დირექტორი გახდეს.