"ლიდსმა" 17 მილიონ ევროდ 23 წლის მცველი დაიმატა

AutoSharing Option
"ლიდსმა" "ლაიფციგიდან" 23 წლის ამერიკელი მცველი ტაილერ ადამსი 17 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა.

ახალგაზრდა ნახევარმცველი გერმანული გუნდის ღირსებას 2019 წლიდან მოყოლებული იცავდა, იქამდე კი აშშ-ში "რედ ბულის" კიდევ ერთი გუნდის, "ნიუ-იორკ რედ ბულის" ღირსებას იცავდა.

ადამსს აშშ-ის ნაკრებში 30 შეხვედრაში უთამაშია. მან 3,5 სეზონის განმავლობაში "ლაიფციგის" ფორმა 103 შეხვედრაში მოირგო, სადაც 2 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული