ახალგაზრდა ნახევარმცველი გერმანული გუნდის ღირსებას 2019 წლიდან მოყოლებული იცავდა, იქამდე კი აშშ-ში "რედ ბულის" კიდევ ერთი გუნდის, "ნიუ-იორკ რედ ბულის" ღირსებას იცავდა.
ადამსს აშშ-ის ნაკრებში 30 შეხვედრაში უთამაშია. მან 3,5 სეზონის განმავლობაში "ლაიფციგის" ფორმა 103 შეხვედრაში მოირგო, სადაც 2 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.