"არსენალმა" ზინჩენკო შეიძინა

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი ოლექსანდრ ზინჩენკო "მანჩესტერ სიტიდან" "არსენალში" გადავიდა.

"მეთოფეებმა" ზინჩენკო 30 მილიონ ფუნტად შეიძინეს და ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

ის ამპლუით ნახევარმცველია, თავიდან "სიტიში" თამაში იშვიათად უწევდა, შემდეგ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ დაცვის მარცხენა ფლანგზე დააყენა და ბოლოს კლუბმა სარფიანად გაყიდა.

ზინჩენკო და "სიტი" ერთმანეთს გულთბილად დაემშვიდობენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჭკუით თამაშობს, პოზიციას კარგად ირჩევს, მოედანს კარგად ხედავს. დააკვირდეს ზოგიერთი ჩვენი უფრო ტექნიკური, მაგრამ ზარმაცი ფეხბურთელები.
პლეხანოვზე გაზრდილი
00:33 23-07-2022
1

სიახლეები პოპულარული