"ვესტ ჰემი" "სასუოლოს" 23 წლის თავდამსხმელ ჯანლუკა სკამაკას ტრანსფერზე მოურიგდა.
Sky Sports-ის ცნობით, ლონდონური კლუბი "სასუოლოს" 30.5 მილიონ ფუნტს და პლუს, ბონუსების სახით 5 მილიონს გადაუხდის.
სკამაკა სამშაბათს მედშემოწმებას გაივლის და 5+1 სისტემის კონტრაქტს გაუფორმებენ.
ის გასულ სეზონში "სასუოლოს" ბომბარდირი გახდა - სერია A-ს 36 მატჩში 16 გოლი გაიტანა.