"მანჩესტერ იუნაიტედმა" "აიაქსის" მცველი დაიმატა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" გვაუწყა, რომ "აიაქსიდან" 24 წლის არგენტინელი მცველი ლისანდრო მარტინესი შეიძინა და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

Transfermarkt-ის ინფორმაციით, "წითელ ეშმაკებს" ეს სიამოვნება 57,37 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

მარტინესს არგენტინის ნაკრებში 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მისი გადაბირება "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედის" ახალი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის იდეა იყო, ვისთან ერთადაც ის სწორედ "აიაქსში" მუშაობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული