ლენო "არსენალიდან" წავიდა, მაგრამ ლონდონიდან არა - გერმანელი მეკარის ახალი გუნდი ცნობილია

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, "არსენალის" მეკარე ბერნდ ლენო კარიერას კიდევ ერთ ლონდონურ გუნდში, "ფულემში" განაგრძობს.

30 წლის კიპერის სანაცვლოდ "კრევინ კოტეჯის" ბინადრები 10 მილიონ ევროს გადაიხდიან და მას 3-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

ლენო "არსენალში" 2018 წელს "ლევერკუზენიდან" გადავიდა. ის 3 სეზონი ძირითადი მეკარე გახლდათ, თუმცა შემდეგ "მეთოფეებმა" აარონ რამსდეილი იყიდა და გასული სეზონის დასაწყისიდან გერმანელმაც სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული