"ლივერპული" "ფულჰემთან" მარცხს გადაურჩა

AutoSharing Option
პრემიერლიგის პირველ ტურში „ფულჰემისა“ და „ლივერპულის“ მატჩი 2:2 დასრულდა.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა მიტროვიჩმა დუბლი შეასრულა.

„ლივერპულის“ ახალწვეულმა ნუნიესმა ინგლისის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

სალაჰმა პირველ ტურში ზედიზედ მეექვსე სეზონში გაიტანა - ეს რეკორდია.

15 აგვისტოს, მეორე ტურში „ლივერპული“ „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს.

ლონდონი. „კრეივენ კოტეჯი“
ფულჰემი - ლივერპული 2:2
გოლები: 1:0 მიტროვიჩი (32), 1:1 ნუნიესი (64), 2:1 მიტროვიჩი (72, პენ), 2:2 სალაჰი (80)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული