ერლინ ჰოლანის ბენეფისი - ჩემპიონები გამარჯვებით იწყებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ "ლონდონ სთედიუმზე", პრემიერლიგის პირველ ტურში, "მანჩესტერ სიტი" "ვესტ ჰემს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.

ნორვეგიელმა ერლინ ჰოლანმა სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა და "ქალაქელების" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. 35-ე წუთზე ბენ ჯონსონს ბრწყინვალედ დაუსხლტა და პენალტი გამოიმუშავა, რომელიც გოლად თავადვე აქცია. მეორე გოლი კი კევინ დე ბრუინის იდეალურ გადაცემას მოჰყვა - ბელგიელმა ერლინს მოედნის ცენტრიდან ულამაზესი გადაცემა გაუკეთა და ნორვეგიელმა მომენტი ოსტატურად დაასრულა.

"მანჩესტერ სიტი" მომდევნო ტურში საშინაო კედლებში "ბორნმუთს" დაუპირისპირდება, "ვესტ ჰემი" კი "ნოტინგემ ფორესტს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტასო ბებიას უყურეთ, როგორ დარბის?
lado
11:47 08-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული