10 კაციანი "ლივერპული" მარცხს გადაურჩა - ნუნიესის უღიმღამო მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერ ლიგის მე-2 ტურის უკანასკნელი შეხვედრა გუშინ "ენფილდზე" გაიმართა. "ლივერპულმა" "კრისტალ პალასს" უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

"სქაუზერებს" "არწივებთან" ზედიზედ 8 მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდათ, თუმცა გუშინდელი საღამო მძიმე აღმოჩნდა. შეხვედრის 32-ე წუთზე ანგარიში სტუმართა ლიდერმა ვილფრიდ ზაჰამ გახსნა, რომელმაც ერთი-ერთზე მომენტი იდეალურად დაასრულა. შეხვედრის მეორე ნახევარში კლოპის გუნდი უპირატესობას ფლობდა, 57-ე წუთზე კლუბის ახალწვეულმა დარვინ ნუნიესმა "პალასის" დანიელ მცველს იოახიმ ანდერსენს თავი ჩაარტყა და არასპორტული საქციელის გამო მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა. "ლივერპულმა" შეტევები განაგრძო და 61-ე წუთზე ლუის დიაშმა
ეფექტური გოლი შემოგვთავაზა, კოლუმბიელმა რამდენიმე მეტოქე გააბრუა და ბურთი შორეულ მარჯვენა კუთხეში მოათავსა. მიუხედავად პატრიკ ვიეირას გუნდის მცდელობებისა, შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მომდევნო ტურში "ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედს", ხოლო "კრისტალ პალასი" "ასტონ ვილას" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული