"მანჩესტერ სიტიმ" 22 წლის ნახევარმცველ ფილიპ ფოდენს კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა.
ფოდენი "სიტის" სისტემაში 2013 წლიდან იმყოფება, მის შემადგენლობაში 11 ტიტული მოიგო, ამ სეზონში კი პრემიერლიგის 9 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ფოდენმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების გახანგრძლივებით ბედნიერია, უკანასკნელ წლებში ძალიან მოუმატა, რაც პეპ გვარდიოლასა და სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა და ამ კლუბის წევრობა მისთვის დიდი პატივია.