ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში "მანჩესტერ სიტი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.
პირველ ტაიმში გოლები ერლინ ჰოლანმა და ფაბიო კარვალიომ გაცვალეს. მეორე ტაიმის დებიუტშივე, 47-ე წუთზე, რიად მაჰრეზმა მერსისაიდელების კარი კიდევ ერთხელ აიღო. 48-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა. საბოლოო ანგარიში კი 58-ე წუთზე ნათან აკემ დააფიქსირა.
ამრიგად, "მანჩესტერ სიტი" შემდეგ ეტაპზე გავიდა, "ლივერპულმა" კი ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.