"ასტონ ვილა" კოუტინიოს დაემშვიდობება

AutoSharing Option
"ასტონ ვილა" მზადაა ბრაზილიელ შემტევ ნახევარმცველ კოუტინიოს იანვარში დაემშვიდობოს, - იტყობინება Football Insider-ი.

კლუბის მენეჯმენტმა მის აგენტ კია ჯურაბჩიანს შეატყობინა, რომ თავისი კლიენტისთვის ახალი კლუბის მოძებნა დაიწყოს.

"ასტონ ვილას" სტივენ ჯერარდის ნაცვლად უნაი ემერი ჩაუდგა სათავეში, რომელიც კოუტინიოს გუნდიდან გაშვების ინიციატორია.

ამ სეზონში კოუტინიომ პრემიერლიგის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა,  მაგრამ თავი ვერაფრით ვერ გამოიჩინა.
"ასტონ ვილამ" კოუტინიოს კონტრაქტი 2022 წლის ივლისში "ბარსელონასგან" 20 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
უტვინობით დაემართა ყველაფერი. კლოპი ეხვეწებოდა არ წახვიდე ლივერპულიდან და აქ ძეგლს დაგიდგამენ ისეთი ხარო. ჩ.ლ. ფინალში რეალთან სალაჰი დაიმტვრა და შემცვლელი არავინ იყო და 2 წლის უთამაშებელი ლალანა შემოიყვანა კლოპმა. ყოფილიყო კოუტინიო სხვა სცენარი იქნებოდა.
როგორც იტყვიან რაც მოგივა დავითაო.....
ვანჩოპე
10:00 26-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული