პრემიერლიგა დაბრუნდა. მე-17 ტურში "არსენალმა" "ვესტ ჰემს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
"ჩაქუჩებმა" პირველი ტაიმი საიდ ბენრაჰმას (27) ზუსტი თერთმეტმეტრიანის წყალობით მოიგო, თუმცა "მეთოფეებმა" მეორე ნახევარში, 16-წუთიან მონაკვეთში, 3 უპასუხო გოლი გაიტანა და აქტივში კიდევ ერთი მოგება ჩაიწერა. გოლები ბუკაიო საკამ (53), გაბრიელ მარტინელიმ (58) და ედვარდ ნკეტიამ (69) გაიტანეს.
ამრიგად, 15 შეხვედრის შემდეგ "არსენალი" 40 ქულით გათამაშების ლიდერია. მომდევნო შეხვედრას 31 დეკემბერს, "ბრაიტონის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ვესტ ჰემი" 16 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს, 30 დეკემბერს კი "ბრენტფორდს" უმასპინძლებს.