პრემიერლიგის მე-17 ტურში "ლივერპული" "ასტონ ვილას" ესტუმრა და 3:1 დაამარცხა.
მერსისაიდელებმა პირველი ტაიმი მოჰამედ სალაჰისა (5) და ვირჯილ ვან დაიკის (37) გოლების წყალობით მოიგეს. მასპინძლებმა მეორე ნახევარში ოლი უოტკინსის (59) გოლის წყალობით სხვაობა შეამცირეს, საბოლოო ანგარიში კი სტეფან ბიაცეტიჩმა (81) დააფიქსირა.
ამრიგად, 15 შეხვედრის შემდეგ 25 ქულით "ლივერპული" მე-6 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 31 დეკემბერს, "ლესტერთან" გამართავს.
16 ტურის შემდეგ "ასტონ ვილა" 18 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება, 1-ელ იანვარს კი "ტოტენჰემს" ესტუმრება.