"ჩელსი" ფერნანდესის 120 მილიონად შეძენას ცდილობს

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარებული, 21 წლის არგენტინელი ნახევარმცველი ენცო ფერნანდესი შეიძლება "ბენფიკადან" "ჩელსიში" გადავიდეს, - იტყობინება Correio da Manha.ი

ლონდონური კლუბი მზადაა ტრანსფერში 120 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს, მისი წარმომადგენლები კი ამჟამად ლისაბონში იმყოფებიან. თუმცა "ბენფიკას" პრეზიდენტ რუი კოშტას ფერნანდესის შენარჩუნება უნდა, ხოლო თავად ფეხბურთელს ზაფხულამდე თავის ამჟამინდელ გუნდში დარჩენა სურს.

ფერნანდესმა მუნდიალზე 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი სამსახურით ევროპის ტოპ-კლუბები და მათ შორის "რეალია" დაინტერესებული.

ფერნანდესის ანგარიშზე
პორტუგალიის მიმდინარე პირველობაზე 13 შეხვედრაში 1 გოლი და 1 საგოლე პასია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მსოფლიოს ჩემპიონატზე 1 გოლი და გახდა რონალდოზე ძვირი, ვინც მუდმივად უყურებს ამის თამაშებს იცის რომ ამის ნახევარიც არ ღირს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში
dato
09:55 28-12-2022
0
120 არა 220 კიდე! რა გააკეთა ამის ფასი ამხელა ფასი რომ დაადეს! სამი თამაში ითამაშა კარგად თუ ოთხი?
მურთო
08:14 28-12-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული