
პსვ-ის 23 წლის გარემარბი კოდი გაკპო "ლივერპულში" გადასვლის წინ სამედიცინიო შემოწმების გასავლელად ინგლისში ჩავიდა.
გაკპოს ტრანსფერი "ლივერპულს" 35-45 მილიონი ფუნტი დაუჯდება და თუ სამედიცინო შემოწმება გაიარა, 2 იანვარს პრემიერლიგის მე-19 ტურში "ბრენტფორდთან" ითამაშებს.
ამ სეზონში მან ნიდერლანდების ჩემპიონატზე 24 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა, მსოფლიო ჩემპიონატზე კი 5 შეხვედრაში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.