პრემიერლიგის მე-19 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" ლონდონში "ჩელსი" რიად მარეზის მიერ 63-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა. მას საგოლე გადაცემა ჯეკ გრილიშმა გაუკეთა - ისინი შეცვლაზე გოლის გატანამდე 3 წუთითა და 43 წამით ადრე შევიდნენ.
"სიტი" 39 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "არსენალს" 5 ქულით ჩამორჩება და 14 იანვარს "მანჩესტერს" დაუპირისპირდება.
"ჩელსიმ" ჩემპიონატზე ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა.
"სიტი" და "ჩელსი" ერთმანეთს თასის 1/32-ფინალში სამი დღის შემდეგ შეხვდებიან.