![](https://sportall.ge/pictures/image5/6e0b725561d987050fc1f37fdde46e2d.jpg)
"მანჩესტერი" იანვარში თავდამსხმელის დამატებას აპირებს და შესაძლოა, მემფის დეპაი დაიბრუნოს, - იტყობინება "ტელეგრაფი".
გამოცემის ცნობით, დეპაი უკმაყოფილოა "ბარსელონაში" სათამაშო პრაქტიკის სიმცირით და გუნდის გამოცვლა სურს. მან ამ სეზონში ლა ლიგის 2 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
ნიდერლანდელის სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევროა და ის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.
დეპაი "მანჩესტერის" ღირსებას 2015-2017 წლებში იცავდა.