"ეს ხალხი ფეხბურთის აზრზე არაა" - პეტერ ჩეხი მანჩესტერულმა დერბიმ აღაშფოთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "მანჩესტერ სიტის" 2:1 მოუგო და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, თამაშს სკანდალი მოჰყვა: მთელი საფეხბურთო სამყარო ბრუნო ფერნანდეშის გოლზე საუბრობს.

ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარული მეკარე პეტერ ჩეხი მიიჩნევს, რომ მანჩესტერ დერბიში პორტუგალიელის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო.

"იუნაიტედის" გატანილმა პირველმა გოლმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც თამაშის წესებს იგონებენ, ფეხბურთის აზრზე არ არიან," - დაწერა ჩეხმა ტვიტერზე. 

შეტევის დროს "წითლების" ფორვარდი მარკუს რაშფორდი თამაშგარე მდგომარეობაშია, თუმცა ბურთს არ ეხება. შეხვედრის მთვარმა არბიტრმა ვიდეოასისტენტებთან კონსულტაციის შემდეგ გოლი ჩათვალა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გოლი შეიძლება არ უნდა ჩათვლილიყო, მარა თამაშიდან გამომდინარე მანიუ უფრო იმსახურებდა მოგებას ვიდრე სიტი.
რრრ
19:23 15-01-2023
4
"Iavni"tamashgarea,achukes msajebma m.uss es goli ori azri araa
L.J .
18:26 15-01-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული