ინგლისში უკრაინელ ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნაა

AutoSharing Option
"სანის" ცნობით, კიდევ ერთმა უკრაინელმა ფეხბურთელმა შეიძლება კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელოს.

ფრენკ ლამპარდის გადაყენების შემდეგ "ევერტონი" უმწვრთნელოდაა და ამ დროს კლუბის ხელმძღვანელები სასწრაფოდ შეტევის ხაზის გაძლიერებაზე ზრუნავენ, ვინაიდან მათმა გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატის 20 მატჩში 15 გოლი გაიტანა, რაც "ვულვერჰემპტონის" შემდეგ ყველაზე უარესი შედეგია.

"ევერტონს" არნო გრუნეველდის შეძენა სურდა, მაგრამ ის "ტოტენჰემში" გადავიდა და ახლა ლივერპულური კლუბი "დნიპრო 1"-ის თავდამსხმელ არტიომ დოვბიკის ტრანსფერზე მუშაობს.

"დნიპრო 1" დოვბიკის მხოლოდ ზაფხულში გაყიდვაზეა თანახმა და 10 მილიონ ევროზე ნაკლებად არავის არ დაუთმობს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
პოლიტიკა მეგობრებო, პოლიტიკა!
ლაშა
00:32 27-01-2023
5
არცერთი ქართველი პრემიერლიგაში!
ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია...
ლაშა
01:24 27-01-2023
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული