პირველი მათგანის დანიშვნა გუნდის მფლობელის, ფარჰად მოშირის სურვილია და არგენტინელი ფავორიტად ითვლება, თუმცა მას უფრო მეტი ანაზღაურება დასჭირდება, ვიდრე დაიჩს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლივერპულური კლუბის წარმომადგენლები ორივე მენეჯერთან მოლაპარაკებებს გამართავენ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ "კანფეტების" მწვრთნელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც "ევერტონმა" არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ფრენკ ლამპარდი დაითხოვა.
შეგახსენებთ, რომ ბიელსა პრემიერლიგაში "ლიდსს" ედგა სათავეში, საიდანაც 2022 წელს გაათავისუფლეს.