არგენტინელი ნახევარმცველი ენცო ფერნანდესი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს. ლონდონურმა კლუბმა 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "ბენფიკას" 121 მილიონი ევრო გადაუხადა და პრემიერლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდა. იქამდე ამ სტატუსს ჯეკ გრილიში ირგებდა, რომელიც "ასტონ ვილადან" "მანჩესტერ სიტის" გასულ ზაფხულს 105 მილიონ ევროდ შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ ენცომ "არისტოკრატებთან" 8.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა მიმდინარე სეზონში "ბენფიკას" მაისურით თავი 17 მატჩში 1 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.
ენცოზე ვაჭრობა დაიწყო - "ლივერპულის" 100-მილიონიან წინადადებაზე "ბენფიკას" ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა