ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ბარსელონას" "სიტიდან" ჯერ იჯარით, შემდეგ კი გამოსყიდვის უფლებით ბერნარდო სილვას აყვანა სურდა, თუმცა მანჩესტერელებმა უარი განაცხადეს.
პორტუგალიელის საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა "ბლაუგრანას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას სურვილია. თავის მხრივ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სილვას კარგი ურთიერთობა არ აქვს "სიტის" მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლასთან და წასვლა ამად აქვს გადაწყვეტილი.