როგორც გერმანელმა აღნიშნა, არსად წასვლას არ აპირებს, გუნდს რთული პერიოდი აქვს და ამას ერთად გადალახავენ.
მისივე თქმით, 100%-ით "მერსისაიდელთა" ერთგულია, დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული და სურს, რომ ამას გაუმკლავდეს.
შეგახსენებთ, რომ კლოპის ბიჭებს პრემიერლიგაში უკვე 4 ტურია არ მოუგიათ და დღეს ლივერპულურ დერბიში "ევერტონს" მიიღებენ.