"ლივერპულმა" მერსისაიდულ დერბიში "ევერტონი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 13 თებერვალს, პრემიერლიგის 22-ე ტურში, "ლივერპულმა" "ევერტონს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მატჩი კლოპის გუნდის უპირატესობით დაიწყო. 36-ე წუთზე დარვინ ნუნიესის ბრწყინვალე მოქმედების შემდეგ ანგარიში მოჰამედ სალაჰმა გახსნა.

მეორე ნახევარში მატჩის სურათი არ შეცვლილა, 49-ე წუთზე კოდი გაკპომ ახალ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა. "ევერტონმა" დარჩენილ დროში ვეღარაფერი გააწყო და შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

"სქაუზერები" ამ გამარჯვების შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება. "ლივერპული" მორიგ მატჩს 18 თებერვალს "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართავს.

"კანფეტები" კი 18 ქულით მე-18 ადგილზეა და პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის
იბრძვის. შონ დაიჩის გუნდი შემდეგ შეხვედრას 18 თებერვალს "ლიდსის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ამას ყველა ერთად გადავლახავთ" - ლივერპულური დერბის წინ კლოპმა "ენფილდიდან" აბარგება კატეგორიულად გამორიცხა

altსპალეტიმ შესაძლოა, ინგლისური გრანდი ჩაიბაროს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული