სიყვარულის ისტორია, რომელზეც ფილმის გადაღებაა შესაძლებელი - როგორ გახდა კლუბის თავმჯდომარის ქალიშვილი ერთ-ერთი თანამშრომლის მეუღლე

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონშიპის კლუბ "ბარნლის" ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჯო ფერგიუსონმა ცოლად ამავე გუნდის თავმჯდომარის, ალან პეისის ქალიშვილი ეშლინი შეირთო. ერთი შეხედვით, ამ ამბავში გასაოცარი არაფერია, თუმცა ყველაზე საინტერესო მათი სიყვარულის ისტორიაა.

ყველაფერი 2020 წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია ALK Capital-მა გადაწყვიტა, ინგლისში საფეხბურთო გუნდი ეყიდა. ფირმის ხელმძღვანელი ალან პეისი გახდა კლუბის თავმჯდომარე და მისი ოჯახი მალევე გადავიდა კონექტიკუტიდან ბარნლიში. ალანის ქალიშვილი ეშლინი დარჩა აშშ-ში, სადაც მიიღო უმაღლესი განათლება.

ერთ მშვენიერ დღეს ეშლინმა მიიღო მესიჯი, რომელსაც თან ახლდა ახალგაზრდა მამაკაცის, სახელად
ჯოს ფოტოსურათი. ის გუნდის ერთ-ერთი თანამშრომელი გახლდათ. ალანმა თავის შვილს მისწერა, რომ მას ჯო უნდა გაეცნო და შემდეგ შესაძლოა, პაემანზეც წასულიყვნენ. ეშლინმა კი უთხრა, რომ სულ ახლახან დაამთავრა ხანგრძლივი ურთიერთობა და ჯერჯერობით ახლის დასაწყებად მზად არ იყო. 

"მაშინ ჯო მე საერთოდ არ მაინტერესებდა. მამას მივწერე, რომ მადლობელი ვიყავი მისი გზავნილისთვის, მაგრამ დრო მჭირდებოდა. თანაც, მამამ აირჩია ჯოს არცთუ ისე კარგი ფოტო! როცა ის პირადად დავინახე, ბევრად უფრო ლამაზი იყო, ვიდრე ფოტოზე“, - იხსენებს ეშლინი.

არდადეგების დროს ეშლინი წავიდა ინგლისში მშობლების მოსანახულებლად. პირველად გოგონა ჯოს შემთხვევით შეხვდა - ისინი ერთმანეთს "ბარნლის" სტადიონზე შეეჯახნენ.

წყვილის პირველი პაემანი "ოლდ ტრაფორდზე" იყო. სხვათა შორის, ჯოს გვარი ფერგიუსონია, რაც ამ ამბავს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

გრძნობები სწრაფად გაჩნდა ახალგაზრდებს შორის, მაგრამ ეშლინის შვებულება დასრულდა, გოგონა აშშ-ში უნდა დაბრუნებულიყო. წყვილი ურთიერთობას დისტანციურად ინარჩუნებდა, მათ ოკეანე აშორებდათ.

როდესაც ეშლინი კიდევ ერთხელ ჩავიდა ინგლისში, მას სიურპრიზი დახვდა. ჯომ გადაწყვიტა, მისთვის ხელი ეთხოვნა იმ ადგილზე, სადაც პირველად შეხვდნენ.

ნიშნობის შემდეგ ეშლინი ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად. ქორწილი ოჯახურ წრეში შედგა, მაგრამ დღესასწაულზე კლუბის თანამშრომლები მიიწვიეს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
რა ისტორიაა ახლა ეს? სპორტზე რომ უფრო ბევრი წეროთ ვერა?
gogi
15:30 03-03-2023
2
და რა აქ ისეთი, რო ფილმი შეიძლება გადაიღო, აი მე ჩემი მეუღლე უფრო საინტერესოდ გავიცანი და ბევრმა წყვილმა ალბათ უფრო საინტერესოდ გაიცნეს ერთმანეთი
გოგა
15:26 03-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული