სირცხვილი და თავის მოჭრა - კლოპმა ტენ ჰააგს ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 26-ე ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერი" 7:0 გაანადგურა.

"მანჩესტერი" 49 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო "ლივერპული" 42 ქულით - მეხუთეზე.

- ამით შეწყდა "მანჩესტერის" 11-მატჩიანი წაუგებელი სერია - 9 მოგება და 2 ფრე.
- 0:7 - ეს ბოლო 92 წელიწადში "იუნაიტედის" ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებაა.
- სალაჰმა ჩემპიონატზე 129 გოლი გაიტანა, ფაულერს გაუსწრო და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
- სალაჰი "ლივერპულის" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც "მანჩესტერის" კარი ზედიზედ 6 მატჩში დალაშქრა.
- "ლივერპულმა" ჩემპიონატზე ბოლო 5 შეხვედრიდან 4 მოიგო - საერთო ანგარიში 13:0.
- "ლივერპულმა"
"მანჩესტერს" უკანასკნელი 5 შეხვედრიდან 4 მოუგო - მათ შორის 3 დიდი ანგარიშით.

ლივერპული. "ენფილდი"
ლივერპული - მანჩესტერი 7:0
გოლები: 1:0 გაკპო (43), 2:0 ნუნიესი (47), 3:0 გაკპო (50), 4:0 სალაჰი (66), 5:0 ნუნიესი (60), 6:0 სალაჰი (83), 7:0 ფირმინო (88)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვიღაც ვაი მწერალი წერდა ჰააგი მანჩესტერულ მონსტრს ქმნისოოო.და კი დაანახეს ვინაა მონსტრიი
იმერელი
11:08 06-03-2023
1
შესაფერისი სათაურია. გვიან ჩადგა მერსისაიდული კლუბი ფორმაში. მგონია ოთხეულში ყველა ვარიანტში შევლენ
ვანჩოპე
00:28 06-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული